ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული პირები ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოდან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. "გრინ სერვის ჯგუფის" თანამშრომლების ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდულია და საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უფლებადამცველების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან პოზიციები შეათანხმეს და სამართალდამცველები მათ ბრალს უკვე იზოლატორში უახლოეს დღეებში წარუდგენენ.