საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.