„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ 25 ნოემბრიდან ბანკში სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება. ამ ცვლილების თანახმად, „თიბისის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, მოლარესთან, მომსახურების მენეჯერთან ან მრჩეველთან ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან 3000 ლარის ფარგლებში და შესაბამისად, 1000 დოლარის, ევროს და ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გატანისას, საკომისიო იქნება 2%, მინიმუმ- 2 ლარი, უცხოური ვალუტის შემთხვევაში - თანხის 2%, მინიმუმ - 1 USD/EURO/GBP.
აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.