ახალი ომბუდსმენის არჩევამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება, ოპოზიციას კი საკუთარი კანდიდატების დასახელებისთვის მხოლოდ 3 დღე აქვს. მინიმუმ 7 კანდიდატი მმართველი გუნდის ოპონენტებმა სპეციალური კომისიის მიერ შეფასებული 19 ადამიანიდან უნდა შეარჩიონ და 21 ოქტომბრამდე დაასახელონ. ოპოზიციის ნაწილი პროცესებს კვლავ უნდობლობას უცხადებს.