ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინელი ბავშვების გატაცება ომის კიდევ ერთი დანაშაულია. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მასობრივი სისასტიკის ფაქტების და რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ ცნობების აღმოჩენას. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს.