ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროში. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განხილვის პროცესში ჩასართავად ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.