ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, მომხდარზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერს ეკისრება. ელისაშვილის განმარტებით, ეს შემთხვევა იყო ის სისტემური ჩავარდნა, რომლის გამოც ყველა დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
როგორც “მოქალაქეების” ლიდერმა აღნიშნა, ანალოგიურ სიტუაციაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავს არ აარიდებდა და დედაქალაქის მერს მოუწოდა, რომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით შეიჩეროს.