"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე ამბობს, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, რადიკალური ოპოზიცია, ამ შემთხვევის მსგავსად, მუდმივად სარგებლობს ტრაგედიებით. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს სიმართლის დასადგენად რა ვადებიც დასჭირდებათ იმ ვადებში დადებენ შედეგს.