2025 წლისთვის, ინდონეზიური სახელმწიფო კომპანიები მხოლოდ ელექტრომობილებს გამოიყენებენ, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამასთან, ინდონეზიის მთავრობა ავტობუსების სახელმწიფო ოპერატორების 3500-იანი ავტოპარკის ელექტრიფიკაციასაც გეგმავს.
„აუცილებელი არ არის, ყველა მანქანა შევიძინოთ – მათი ქირაობაც შეიძლება“, – განაცხადა ინდონეზიის სახელმწიფო კომპანიების მართვის მინისტრმა. მისივე თქმით, ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად კომპანიები სესხების აღებასაც შეძლებენ.
ცნობისთვის, ინდონეზიაში 41 სახელმწიფო კომპანიაა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, 2024 წლისთვის, ამ რიცხვის 37-მდე შემცირება სურს.