10 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უძველეს შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს 2008 წლის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში 495 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
საქმე იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით საკითხს უკავშირდება, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა მსხვილი საინვესტიციო ბანკი და ჰეჯ-ფონდი იყო ჩართული, მათ შორის, Credit Suisse-იც.
ნიუ-ჯერსის შტატის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, 2005-2009 წლებში შვეიცარიული ბანკი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის პერიოდში დაფიქსირებული ზარალის მოცულობამ კი 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Credit Suisse -ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში 54%-ითაა შემცირებული, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 11.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 2007 წელს მისი საბაზრო ღირებულება 88 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.