ვისი პასუხისმგებლობაა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი კიდევ ერთხელ გამოიკითხა. თავად ლაშა ფურცხვანიძე ამბობს რომ, ვაკის პარკში განთავსებულ შადრევანში ელექტრო გაყვანილობა შემოწმებული იყო. იგივეს ამტკიცებენ თბილისის მერიაშიც. თუმცა სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და უფლებადამცველები მომხადრზე პასუხისმგებლობას თბილსის მერს აკისრებენ და მისი გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქის მერიასთან აქციაც გამართეს.