13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით მერიამ ჩაიბარა პროექტი რამოდენიმე ექსპერტიზისა და დასკვნის შემდგომ, სადაც საეჭვო არაფერი ყოფილა.