2021 წელს, საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 7 მლრდ 100 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი, თითქმის 76% მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს. 11% საკომისიოებზე მოდის, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდნობას, 2021 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში 38 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 60% ქალებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი 425 მლნ ლარს აჭარბებს, აქედან 56% სამედიცინო დაზღვევაზე მოდი.