საქართველოში ფულადი გზავნილების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წლის სექტემბერში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 387 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 85%-ით მეტია წინა წლის სექტემბერთან შედარებით.
ტრადიციულად, გასულ თვესაც ლიდერის პოზიციაზე იყო რუსეთი, საიდანაც გზავნილების მოცულობამ წინა თვესთან შედარებით 57%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 351%-ით მოიმატა. მეორე ადგილზეა იტალია, შემდეგ მოდის აშშ. მთლიანად, 2022 წლის 9 თვეში ქვეყანაში სულ 2 მლრდ 800 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, საქართველოდან საზღვარგარეთ სექტემბერში თითქმის 32 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9,3%-ით მეტია.