ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ოპოზიციას მიმართავს და საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
"ოპოზიციამ ყველაფერზე უშედეგო აქციები კი არ უნდა ატაროს, არამედ საქმეს მიხედოს.საქმე რა იქნება?საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მერიაში კორუფციული ფაქტების გამოძიების მიზნით, რომლის პირველი ქესი იქნება ვაკის პარკის საქმე და მერე მიყვება სხვა საქმეები.სულ გვესმის ბრალდებები, რომ კორუფციამ წალეკა მერია, რომ ოპოზიციას უამრავი დოკუმენტი აქვს კორუფციის მამტკიცებელი. ჰოდა, ტყუილი ლაპარაკის და ეთერებში ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, მიეცით ამას ოფიციალური გამოძიების სახე.წინ რა უდგას ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას? გგონიათ, ამ ფონზე რომელიმე ოპოზციონერი დეპუტატი გაბედავს ამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭიროს? გამოროცხულია. ის კი არა შეიძლება "ოცნებამაც" ვერ გაბდოს მხარის არდაჭერა.ჰოდა, ფუჭ გასროლებს და პოპულიზმს შეეშვით და დადეთ კონკრერული საქმე. ეს ბერკეტი გაქვთ და გამოიყენეთ", - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.