პარტია "ლელოს" კანონპროექტი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, რომელიც 25 იანვარს დარეგისტრირდა, პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. როგორც პარტიაში ამბობენ, ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სტატუსს, მისი საქმიანობის პრინციპებს, სააგენტოს თავმჯდომარის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, აგრეთვე, სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სალომე სამადაშვილის თქმით, სააგენტოს მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლა. მისივე განმარტებით,ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კორუფცია ქვეყნისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.