მადრიდის რეალმა ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში ბარსელონას "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 მოუგო, ჩემპიონატის ერთადერთი წაუგებელი გუნდი და ლიდერი გახდა.
შეხვედრაში ანგარიში ქარიმ ბენზემამ მე-12 წუთზე გახსნა. 35-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ სხვაობა ორამდე გაზარდა. 83-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ბარსელონა თამაშში დაბრუნდა, თუმცა როდრიგომ 8 წუთზე თავისივე წაქცევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მადრიდელებმა მთავარ მეტოქეს ბოლო 7 მატჩში მეექვსედ მოუგეს. "ბლანკოსმა" 9 ტურის შემდეგ 25 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატში უშუალო მოწინააღმდეგეს 3 ქულით გაასწრო.