კიევში დღეს დილით აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა.
"ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმა გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!" - მოუწოდა კლიჩკომ მოქალაქეებს.