ოქტომბერი ის თვეა, როცა ავბედითი და პირქუში სიუჟეტის მქონე ფილმები თუ სერიალები ყველაზე სასიამოვნო საყურებელია. ვამპირები, მაქციები, ჯადოქრები — ჰელოუინამდე ეს არსებები ნამდვილი პოპვარსკვლავები ხდებიან.
გამონაკლისი არც წლევანდელი ოქტომბერია — სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვამპირების აკადემიის სერიალი, 29 წლის შემდეგ მეორე ფილმით გაგრძელდა ჰოკუს ფოკუსი და ახლახან ვიხილეთ ინტერვიუ ვამპირთან. ამასობაში კი, AMC კიდევ ერთ სიურპრიზს გვიმზადებს. მაყურებელი მალე ახალ სერიალს, მეიფერის ჯადოქრებს, იხილავს. მისი პირველი ტრეილერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
როგორც ტრეილერში იხილეთ, სერიალში მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ალექსანდრა დადარიო, ასრულებს. მეიფერის ჯადოქრების შემაძრწუნებელი ატმოსფერო კი ორწუთიან ვიდეოშიც იგრძნობა.