ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა საერთაშორისო ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year ფინალისტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, წელს საუკეთესო ფოტოს ავტორი კარინე აინერი გახდა, რომელმაც ფუტკრების შეჯვარების რიტუალი გადაიღო.
კონკურსი უკვე 58-ედ ტარდება. ორგანიზატორებმა 40 ათასამდე ფოტო მიიღეს 93 ქვეყნიდან და ფინალისთვის შერჩეული ფოტოები 20 კატეგორიაში გადაანაწილეს.