დაიცავი უკრაინა - ამ ლოზუნგით დედაქალაქის მთავარ მოედანზე მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ამით თბილისი მსოფლიო კამპანიას შეუერთდა, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის დამცველებისთვის პატივის მიგება და სოლიდარობის გამოცხადება იყო. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებმა თავისუფლების მონუმენტს წრე შეამოავლეს, ნიშნად იმისა, რომ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლოს იცავენ. სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქცია 14 ოქტომბერს უნდა გამართული, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ღონისძიება გადაიდო.