ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სი ძინპინის თქმითვე, მისი ქვეყანა გააგრძელებს ტაივანის დამოუკიდებლობისადმი წინააღმდეგობის გაწევას.მედიის ცნობით, ტაივანთან დაკავშირებით, სი ძინპინის გამოსვლას „ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლის დროს“.ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს აკონტროლებდა მას.