ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვს ბინაზე სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც მან აღნიშნა, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას აღარ საჭიროებს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.