თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ სრულიად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სამართალდამცავებს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის. კითხვაზე, რას შეიძლება გულისხმობდეს "გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცხადება, რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს, გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან ეს შეიძლება ერთი ადამიანის პირადი მოსაზრება და ვერსიაა.