საუდის არაბეთი უკრაინას 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის - ინფორმაციას საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმების მიღწევა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესა და უკრაინს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა. სატელეოფნო საუბრისას, მუჰამედ ბინ-სალმანმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი მზადაა უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად მედიაოტრის ფუნქცია შეასრულოს.