„ევროპული საქართველო“ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს. გიორგი ნონიაშვილის და ბესიკ დონაძის განცხადებით, ვაკის პარკის სამუშაოების დასრულებამდე გახსნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მათივე თქმით, ეს არ არის ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა კორუფციას და პოლიტიკური დაუდევრობას ადამიანი ემსხვერპლა.