37 წელი გავიდა მას შედეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა რობერტ ზემეკისის გახმაურებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „უკან მომავალში“. კრისტოფერ ლოიდისა და მაიკლ ჯეი ფოქსის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი, დღემდე ყველა დროის ყველაზე ნახვადი კინოფილმების სიაშია.
საინტერესოა, რომ 37 წლის შედეგ, მსახიობები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად ეს ნიუ-იორკში, Comic Con-ის ფესტივალზე მოხდა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა 61 წლის მაიკლ ჯეი ფოქსის გამოჩენა, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს.