ფოტოგრაფი და მომღერალი Ty Bello ნიგერიაში, საპორტო ქალაქ ლაგოსში ფოტოებს იღებდა, როდესაც შემთხვევით მის კადრში პურის გამყიდველი გოგონა მოხვდა და... ზღაპარიც დაიწყო.
ფოტოგრაფმა 27 წლის Olajumoke Orisaguna-ს (დაბადებულია 1989 წ.) ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე ატვირთა. გოგონას ფოტოზე ერთი და იმავე შინაარსის კომენტარები ეწერა: „ეს გოგონა მოდელია?“
ფოტოგრაფმა როგორც კი დაინახა, რომ გოგონამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია, მისი ძიება დაიწყო და კამერის წინ პოზირება შესთავაზა.
მოგვიანებით გოგონას სამოდელო სააგენტოები გამოეხმაურნენ და კონტრაქტის დადება შესთავაზეს. ნიგერიელი გოგონა დაუფიქრებლად დასთანხმდა ახალ წინადადებას.
მას შემდეგ მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ახლა Olajumoke Orisaguna ნიგერიის წამყვანი მოდელია და მისი ფოტოები ცნობილი ჟურნალების პრიალა გარეკანებზე ჩნდება.
ჰყავს ქმარი და ორი შვილი და აქტიურად გამოდის ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ.