თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ განცხადებით, თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, შახტიდან ამოყვანილი 58 მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს. ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.