გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „რუსთავის აზოტის“ საწარმოში იმყოფებოდა. „რუსთავის აზოტსა“ და „აზოტმჟავის კლიმატის ცვლილებების სამოქმედო ჯგუფს“ –შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს აღნიშნული ჯგუფის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებლების აღჭურვას შესაბამისი ტექნოლოგიით. გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე ქვეყნების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.