ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე ბასიაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ. დაცვის მხარის განცხადებით, ის იმ ინციდენტს შეესწრო, რომელიც ბასილაშვილის მშობლების სახლთან მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა. ნელი დოროყაშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს იქ ყოფნის უფლება სოცმუშაკებისგან არ ჰქონდა.