ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, ქართული ოცნების თავმჯდომარე პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი და ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა არაფერი გასაკვირი, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინ 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია. პარტიის თავმჯდომარე აღნისნავს რომ პარტნიორებმა იციან, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის.