ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვასა და მათ გათავისუფლებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, თუმცა ეს ფაქტი არ ახარებს.