უკრაინის ხელისუფლება წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააგზავნოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელენოვკაში მდებარე ციხეში. უკრაინის პრეზიდენტი წითელ ჯვარს უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „წითელი ჯვარი არ არის პრივილეგირებულთა კლუბი, სადაც ხელფასს იღებენ და ცხოვრებით ტკბებიან“.
საპასუხოდ საერთაშორისო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ელენოვკაში ვიზიტის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გრძელდება. ელენოვკას ციხეს რუსეთი 2014 წლიდან აკონტროლებს.
წელს, ივლისში ციხეზე მიტანილ დარტყმებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. კიევმა და მოსკოვმა მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთმა ელენოვკაზე დარტყმა უკრაინელი ჯარისკაცების წამების კვალის დასაფარად მიიტანა.