14-15 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტნიორებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და პერსპექტივებზე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პროცესებზე ამ პროცესში გერმანიის როლზე ესაუბრა. მისივე თქმით, ბუნდესტაგის წევრები კარგად არიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესის შესახებ, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებით.