ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.
თსუ-ს ინფორმაციით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შემოიტანა განაცხადი.
თსუ-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.
როგორც ცნობილია, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდა.