გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია ეხმაურება. ქუთელიას განმარტებით, რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლიდანაც ერთ-ერთი ცივილიზებული, წესრიგზე დამყარებული გარემოა, ხოლო მეორე რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ავტორიტარული ნაწილი.
“დროას” წევრი საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ , როცა საქართველომ 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული რევიზიონიზმი, ახლა უკრაინის გვერდში მაქსიმალურად უნდა იდგეს, თუმცა მმართველი გუნდი უკრაინის მხარდასაჭერად მინიმალურად მოქმედებს.