რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლიდანაც ერთ-ერთი ცივილიზებული, წესრიგზე დამყარებული გარემოა, ხოლო მეორე რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ავტორიტარული ნაწილი - ბათუ ქუთელია - Palitra News

რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლიდანაც ერთ-ერთი ცივილიზებული, წესრიგზე დამყარებული გარემოა, ხოლო მეორე რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ავტორიტარული ნაწილი - ბათუ ქუთელია

2022-10-14 09:12:19+04:00

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია ეხმაურება. ქუთელიას განმარტებით, რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამყარო ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლიდანაც ერთ-ერთი ცივილიზებული, წესრიგზე დამყარებული გარემოა, ხოლო მეორე რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ავტორიტარული ნაწილი.

“დროას” წევრი საქართველოს მხრიდან უკრაინის დახმარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ , როცა საქართველომ 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული რევიზიონიზმი, ახლა უკრაინის გვერდში მაქსიმალურად უნდა იდგეს, თუმცა მმართველი გუნდი უკრაინის მხარდასაჭერად მინიმალურად მოქმედებს.