სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილმა ვაკის პარკში დაღუპული მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა

2022-10-14 09:01:51+04:00

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. ზურაბიშვილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.

„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.