იტალიური ბრენდის, Prada-ს კოლექცია Eternal Gold-ი გახდა პირველი ხაზი მსოფლიოში, რომლიც მთლიანად 100% სერთიფიცირებული გადამუშავებული ოქროსგან დამზადდა. ამის შესახებ გამოცემა WWD-ი წერს. სულ კოლექციაში 48 ნაკეთობა შევიდა.
გადამუშავებული ოქრო სუფთა ან გადამუშავებული მეტალებისგან იწარმოება, რომლებიც აღარ გამოიყენება ან სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტიდან ამოიღეს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არის სამკაულის პირველი კოლექცია მსგავსი ტიპის ოქროსგან, რომელიც ლუქს ბრენდის მიერ არის წარმოდგენილი. საიუველირო ნაწარმის მაქსიმალური ღირებულება 60 000 დოლარს აღწევს. კოლექციას საფუძვლად Prada-ს საფირმო სამკუთხა ფორმის ლოგოტიპი უდევს.