ევროზონაში სამრეწველო წარმოება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა - Palitra News

ევროზონაში სამრეწველო წარმოება მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

2022-10-14 08:04:42+04:00

2022 წლის აგვისტოში ევროზონაში სამრეწველო წარმოება 1,5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სტატისტიკის სამსახური Eurostat-ი ავრცელებს.

როგორც Trading Economics-ი წერს, ანალიტიკოსებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ზრდა მხოლოდ 0,6% იქნებოდა.

წლიურ გამოხატულებაში სამრეწველო წარმოება გაიზარდა 2,5%-ით, მაშინ როცა მოსალოდნელი პროგნოზი იყო 1,2%. ეს მაშინ, როცა ივლისში ევროზონაში სამრეწველო წარმოება წლიურ გამოხატულებაში 2,5%-ით შემცირდა.