„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია,“ - ამის შესახებ PMCG-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. საუბარია, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე.
რაც შეეხება უკრაინასა და ბელარუსს, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლებისა და გასვლების სხვაობამ, შესაბამისად, 11.2 ათასი და 6.3 ათასი შეადგინა.
კვლევის ავტორთა ცნობით, გამოცემაში გამოყენებული შემოსვლისა და გასვლის სტატისტიკა სრულად ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, რაც წინა გამოცემებთან შედარებით ამცირებს სტატისტიკურ ცდომილებებს. შესაბამისად, კვლევის ავტორების შეფასებით, ეს მონაცემები საქართველოში დარჩენილი უცხოელი მოქალაქეების რაოდენობის უკეთესად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.