ვაკის პარკში 13 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. მათი მთავარი მოთხოვნაა, თბილისის მერის, კახა კალაძის ჩათვლით მომხადარზე პასუხისმგებლობა აიღოს ყველა იმ ადამიანმა , ვინც კონკრეტულ კომპანიას პროექტი ჩააბარა.