რუსები, სავარაუდოდ, ბრძოლის ქალაქ ხერსონამდე გავრცელებას ელოდებიან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„ოქტომბრის დასაწყისში ხერსონის სექტორის ჩრდილოეთით დაახლოებით 20 კილომეტრით უკან დახევის შემდეგ, რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ ახალი ფრონტის ხაზის გამყარებას სოფელ მაილოვის დასავლეთით“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე შეფასებით, ამ ხაზის გასწვრივ მძიმე ბრძოლები გრძელდება.
„განსაკუთრებით დასავლეთით, სადაც უკრაინის წინსვლა ნიშნავს, რომ რუსეთის ფლანგს აღარ იცავს მდინარე ინგულეცი“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
მათივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გასცა ბრძანება ხერსონიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტები ხერსონში ბრძოლას ელიან.
„ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გასცა ბრძანება ხერსონიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაციისთვის მომზადებასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ისინი ელოდებიან, რომ ბრძოლა ქალაქ ხერსონამდე გავრცელდება“, - აცხადებენ უწყებაში.