რაც კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის არის საჭირო, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამედიცინო პერსონალზე მიზანმიმართული შეტევა დაიწყეს, რაც არის ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მიზნისთვის მისი მომხრეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავდნენ – ადრე ეს იყო პოლიტიკური არეულობის შექმნა, ახლა კი – სამედიცინო მოტივი.
მისივე თქმით, ყველა ექსპერტმა, რომელიც „ემპათიამ“ მოიწვია და რომლებმაც დააკმაყოფილეს საექიმო საქმიანობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის ამერიკელმა ექიმმა, სააკაშვილი მოინახულა.