რუსულმა ძალებმა მიკოლაივი წუხელ S-300 რაკეტებით დაბომბეს, - ამის შესახებ მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი „ტელეგრამში“ იუწყება.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურებული 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, რომელმაც ნანგრევებში 6 საათი გაატარა.
„ხუთსართულიან კორპუსზე დარტყმა განხორციელდა, ნანგრევებიდან 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს, ბავშვმა ნანგრევების ქვეშ 6 საათი გაატარა, ახლა მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. მაშველები კიდევ 7 ადამიანს ეძებენ“, - აღნიშნა კიმმა.
მისივე თქმით, რუსებმა მიკოლაივს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.