Puma Fifa World Cup-ის კამპანიას აქვეყნებს და 3-წუთიან ფილმს უძღვნის ყველას, ვინც „უშიშარია“. აქ თქვენ ფეხბურთით შეპყრობილ მოზარდებსა და Puma Fam-ს ნახავთ, რომელიც ისეთ ტოპ ფეხბურთელებს მოიცავს, როგორებიცაა ნეიმარი და მემფის დეპაი, მათ უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებთან ნიკიტა პარისთან, კრისტიან პულისიჩთან და რომეო ბექჰემთან ერთადაც კი იხილავთ.
რეკლამა, თავის მხრივ, სპორტის, მოდის, მუსიკისა და ახალგაზრდა კულტურის გაერთიანებაა. ავტობუსის კადრით იწყება, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ნეიმარს ახასიათებს, როგორც „უშიშარს“ თამაშის დროს. ამ სიტყვას კი მთელი ფილმის მანძილზე გაიგებთ. პერსონაჟები ყველა ადამიანსა და ყველა სიტუაციაში სწორედ „უშიშარი“ ნაწილის აღმოჩენას ელიან.
ვიდეოს ბოლოს კი გაიგებთ ფრაზას: „როგორც ქრისტიან პულისიჩმა თქვა, ზოგჯერ უშიშარი უნდა იყო, თუ გსურს, რომ დიდებული რაღაცები მოხდეს“.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პუმას „უშიშარ“ კამპანიაზე LaFourmi-ს სააგენტომ იმუშავა.