დღეს ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. ოთარ კიტეიშვილის გრაც შტურმი ევროპლა ლიგის მეოთხე ტურში ლაციოს ესტუმრება. კიტეიშვილს ბოლო პერიოდში ტრამვები აწუხებდა, თუმცა ის უკვე დაუბრუნდა გუნდს და სრულფასოვნად ჩაერთო საფეხბურთო რიტმში. გიორგი ხარაიშვილის ფერენცვაროში ირაკლი აზაროვის ცრცენა ზვეზდას უმასპინძლებს. ბელგრადელებს აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ჭირდებათ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნონ. ლუკა გუგეშაშვილის ყარაბახი ოლიმპიაკოსს დაუხვდება შინ, შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანლებმა გასულ ტურში 3:0 დაამარცხეს ოლიმპიაკოსი. ქართველების სლოვან ბრატისლავა კონფერენს ლიგის მორიგ ტურში ბაზელს უმასპინძლებს. წინა შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის ორი ასისტის წყალობით ბრატისლაველებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. სლოვენიელების შემადგენლობაში დიდი ალბათობთ სასტარტო შემადგენლობაში იქნება გურამ კაშია, გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა. პოლონური ლეხ პოზნანი, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი თამაშობს ბირ შევას ესტუმრება.