ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ამსტერდამის აიაქს უმაპინძლა და 4:1 დააარცხა მეტოქე. კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტო შემაფგენლობაში დაიწყო და გულშემატკივარს კიდევ ერთი ეფექტური შეხვედრა აჩვენა. მატჩის მეოთხე წუთზე მექსიკელმა ლოსანომ ანგარიში ლამაზი თაურით გახსნა. ამის შემდეგ ნაპოლიმ შეხვედრაზე კონტროლი მოიპოვა და სწორედ მათი კარნახით წარიმართა მატჩი. მე 16 წუთზე ოლივეირასა და კვარაცხლიას გათამაშებას ამ უკანასკნელის კარგი თამაში და საგოლე გადაცემა მოჰყვა, რომელიც ჯოვანი რასპადორი გამოიყენა. მეორე ტაიმის სტარტზე ამსტერდამელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ზუსტი თაურით კლაასენმა მერეტის კარი აიღო. ამ ყველაფრის შემდეგ ნეაპოლიტანელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ნდომბელეს დარტყმის შემდეგ საჯარიმოში ალვარეს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად შეძლო და თავისი გუნდის უპირატესობა ისევ ორმადე გაზარდა. ლუჩიანო სპალეტიმ შეხვედრის 77-ე წუთზე კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და შეცვალა. აიაქსი დანებებას არ აპირებდა და 83-ე წუთე ბერგვაინმა პენალტი გაიტანა. თუმცა ვიქტორ ოსიმენმა 90-ე წუთზე ამსტერდამელების შეცდომით ისარგებლა და ტრამვის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ იტალიელები 1/8 ფინალში გავიდნენ, რაც ზედიზედ მეორედ მოახერხეს. ლუჩიანო სპალეტის გუნდი ამ მომენტისთვის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნაპოლი შემდეგ შეხვედრას სერია ა-ში ბოლონიას წინააღმდეგ 16 ოქტომბერს სახლში გამართავს.