უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი KA-52 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი, 17 "Shahed-136“ „კამიკაძე-დრონი“ და ორი უპილოტო საფრენი აპარატი Zala Lancet-ი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტრის ტექნიკა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა გაანადგურეს.
ამასთან, დღეს ოდესის ოლქის თავზე ოთხი "Shahed-136“ „კამიკაძე-დრონი“, მიკოლაივის ოლქში კი - ორი „Shahed-136“ ჩამოაგდეს.